ბათუმში, მამაკაცმა ქალი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა და გარდაიცვალა.
შემთხვევა დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს დილით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ქალი ბელორუსელი ტურისტია, გარდაცვლილი კაცი კი ქართველი.
მომხდარის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ქალი გულმკერდის არეშია დაჭრილი. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები. როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.