როდიდან დაისჯება ავტომობილის ნასვამი მართვა პატიმრობით

2021-09-11 13:53:54

3 თვეში ამოქმედდება კანონი, რომლის მიხედვითაც, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.

გამკაცრდა სასჯელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, საგრძნობლად გაიზარდა ფულადი ჯარიმები. ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისას კი (თუკი ეს განმეორებით ხდება) მძღოლს ჯარიმის გარდა, ადმინისტრაციული წესით პატიმრობაც (5-15 დღე) ემუქრება.