ლილოს მიმდებარედ მუშა გარდაიცვალა

2021-09-09 16:34:32

ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშა ნანგრევებში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).