შსს-მ ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის საქმე გახსნა.
დაკავებულია შანაია ბრუკის სავარაუდო მკვლელი, 33 წლის მამაკაცი რ.მ. საქართველოს მოქალაქე.
"მოსამართლის განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაკავებულია თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე", განაცხადეს უწყების მიერ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
ავსტრალიელი მოქალაქე მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა, 31 ივლისს კი მთაწმინდაზე, ეშმაკის ბორბლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლული ნახეს.