ამირან გამყრელიძე ახალი ტალღების შესაძლო არსებობაზე

2021-09-07 14:28:57

"დასაშვებია, რომ იყოს მე-5 და შემდეგ მე-6 ტალღებიც", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ახალი ტალღების შესაძლო არსებობას ამირან გამყრელიძე რესპირაციული ვირუსების ზოგადი მახასიათებლებით ხსნის, რაც მათ ციკლურობას უკავშირდება.

„რესპირაციულ ვირუსებს ახასიათებს ციკლურობა, მით უმეტეს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით ბოლოდან, საქართველოში იწყება რესპირაციული ვირუსების სეზონი. კორონაც რესპირაციული ვირუსია, არსებობს სხვა კორონებიც, კიდევ არის გრიპის ვირუსი. ასე რომ, ახალი ტალღების გაჩენა შესაძლებელია. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა მოვუწოდოთ ყველას, რომ გავიკეთოთ პირბადე, ყველაზე დიდი დამცველი საშუალება. ასევე, აუცილებლად უნდა ავიცრათ. თუ ქვეყანაში კუმულაციური იმუნიტეტი ჩამოყალიბდება და ვატარებთ პირბადეს, მეხუთე, თუ მეექვსე ტალღებს მსუბუქად გადავიტანთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.