ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის ვერ ხედავს საფუძველს, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.
"სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ ამის საფუძველს. რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს საქართველოში...
...დავაკვირდით, რომელი ჯგუფი ავადდება ყველაზე მეტად და ასევე, რომელი ჯგუფის ჰოსპიტალიზაცია ხდება ყველაზე მეტად, და ჰოსპიტალიზებულთა შორის გამოიკვეთა ის ასაკობრივი გრადაცია და ასაკობრივი პირამიდა, რომელიც ჩვენ უკვე რამდენჯერმე განვმარტეთ - ეს არის 60 წელს ზემოთ მოქალაქეები და, რა თქმა უნდა, მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არა მასობრივი ვაქცინაცია, არამედ, მიზნობრივი ვაქცინაცია იმისთვის, რომ მოხდეს როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე, ლეტალობის შემცირება", - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.