2021-09-04 16:37:15
ქობულეთში, მდინარე აჭყვაში 70 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ სახლიდან საქონლის მოსაძებნად გავიდა და არ დაბრუნებულა.