ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

2021-09-04 15:46:51

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხელვაჩაურში. სოფელ ჩხუტუნეთში მანქანა ხრამში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. დაშავებული სხვადასხვა დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.