საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

2021-09-03 15:05:06

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელი სამება იყო.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 14:29 საათზე მოხდა და მისი სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდა იყო.

ცნობისთვის, ბოლო ორი თვის მანძილზე სოფელი სამება საქართველოში სეისმურად ყველაზეაქტიური წერტილია.