ძლიერი მიწისძვრა საქართველო-რუსეთის საზღვართან

2021-09-03 09:59:07

საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:34 საათზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 4.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.