კორონავირუსით 20 წლის გოგო გარდაიცვალა

2021-09-02 12:42:21

ბათუმში კორონავირუსით 20 წლის ქალი გარდაიცვალა.

ჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ის საკუთარი ბინიდან სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა 31 აგვისტოს კლინიკა მედცენტრში გადაიყვანა, სადაც რეანიმაციაში მკურნალობდა. მათივე თქმით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იყო.

"დიაგნოზი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული ავადმყოფობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა. ანამნეზში აღენიშნებოდა: ჯანრთელობის სხვა პრობლემა. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა პროგრესიულად მძიმდებოდა", - ვკითხულობთ განცხადებაში.