უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა

2021-08-30 14:20:47

შეკვეთილში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას 27 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალგაზრდას, რომელიც შეკვეთილში დასასვენებლად იმყოფებოდა, ზღვაში სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მას რამდენიმე პირთან ერთად სკუტერი ზრვიდან სპეციალური ელექტრომოწყობილობით ამოჰყავდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.