კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა

2021-08-28 14:13:23

ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა.

ინფიცირებული პაციენტები მკურანლობის კურსს ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ბაუ) გადიოდნენ.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, დედა-შვილი კლინიკაში ერთად, 30 ივლისს მოათავსეს. ქალი გუშინ, ახალგაზრდა კაცი კი დღეს გარდაიცვალა.

„ორივე მათგანი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. ისინი კლინიკაში 30 ივლისს, ერთად შემოიყვანეს. გუშინ გარდაიცვალა დედა, 54 წლის. დღეს დილით კი შვილი, 31 წლის მამაკაცი“, - უთხრეს „ინფო რუსთავს" კლინიკაში.