ზღვაში 23 წლის ბიჭი დაიხრჩო

2021-08-27 16:40:14

ქობულეთში ზღვაში 23 წლის ბიჭი დაიხრჩო. ახალგაზრდა სანაპიროზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ახლობლები ამბობენ, ბიჭმა ცურვა არ იცოდა.

შემთხვევა მდინარე კინტრიშის და მდინარე აჭყვას შორის არსებულ პლაჟზე მოხდა. გარდაცვლილი ახალგაზრდა დასასვენებლად ქობულეთში კახეთიდან ჩავიდა.

შემთხვევის ადგილას სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა. პროცესში ჩაერთვნენ მყვინთავებიც. ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა კაცის ცხედარი ზღვიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.