ავარიას ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა

2021-08-24 19:20:48

ვანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ორსული ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა გუშინ, სოფელ ციხესულორთან მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.