დაფიქსირდა თუ არა ორჯერ აცრილი პირის გარდაცვალების შემთხვევა

2021-08-23 11:15:22

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ საქართველოში ორჯერ აცრილი ადამიანი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. მინისტრის თქმით, "ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუმცა, მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც".

ეკატერინე ტიკარაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს", რადგან მსგავსი ფაქტები აღირიცხა მსოფლიოში აცრილთა  0.001%-ში.

"იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები, რაც გამოიწვია მათმა ქრონიკულმა დაავადებებმა და ამ შემთხვევაში ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო" - თქვა მინისტრმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, აგვისტოს 22 დღეში Covid 19-ს თითქმის 1 000 ადამიანი ემსხვერპლა.