სისხლიანი გარჩევა ქალაქის ცენტრში

2021-08-22 17:20:04

სისხლიანი გარჩევა რაჭაში - ამბროლაურის ცენტრში 22 წლის ბიჭი, არსებული ინფორმაციით, ბასრი საგნით დაჭრეს. მას გადაუდებელი სამედიცინი დახმარება უკვე ჩაუტარდა.

საგამოძიებო ორგანომ დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ორი პირი დააკავა. დანაშაულის ჩამდენი პირი ამ დრომდე იძებნება.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.