ვირუსის გავრცელების მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა

2021-08-22 12:24:48

საქართველო COVID 19-ის გავრცელებით და სიკვდილიანობით 100 ათას მოსახლეზე მსოფლიოში პირელ ადგილზეა.

ინფორმაციას ამერიკული გამოცემა New York Times აქვეყნებს.

100 ათას მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელება საქართველოში დღეში 132-ია, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ისევე, როგორც გარდაცვალება - 100 ათას მოსახლეზე - 1.26.

საქართველოს მოსდევს დომინიკის რესპუბლიკა, 100 ათას მოსახლეზე გავრცელების დღიური მაჩენებლით - 108.

სიკვდილის შემთხვევაში კი მეორე ადგილზე კოსოვოა - 100 ათას ადამიანზე 0.22-ით.

მაშინ, როცა ნიუ იორკ ტაიმსმა სტატისტიკა მოამზადა, საქართველოში მოსახლეობის 6.9% იყო სრულად აცრილი. NCDC-ის ცნობით, 21 აგვსიტოსთვის საქართველოში მოზრდილთა 9.7% ორივე დოზით აცრილია.

დომინიკის რესპუბლიკაში კი - 28%. ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებლის შესახებ ინფორმაცია არ არის.

ბოლო 24 საათში კორონავირუსს საქართველოში 48 ადამიანი ემსხვერპლა, 3803 ადმიანი კი დაინფიცირდა.