ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ის შენობაზე სარეკლამო აბრას ამონტაჟებდა.
შემთხვევის ადგილას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან და შემთხვევის მიზეზებს იკვლევენ.