ქუთაისში 20 წლის ნოდარ თამარიანს ეძებენ.
"ჩამოფრინდა ვარშავიდან ქუთაისის აეროპორტში. 14 აგვისტოს საღამოს 9:42 წუთზე. კამერებმა დააფიქსირა რომ გამოვიდა აეროპორტიდან და ერთი ღამე გაათია სასტუმროში. ეს ფაქტიც დააფიქსირა კამერებმა!
მეორე დილით 10 დან 11 საათამდე გამოვიდა სასტუმროდან და წავიდა სამარშრუტო ტაქსებისკენ რომ წასულიყო თბილისის მიმართულებით.
ესეც დააფიქსირა კამერებმა!
არ მისული სადგურამდე პატარა მონაკვეთში მისი კვალი გაქრა", - ნათქვამია ოჯახის ახლობლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ბიჭის დედამ "ინფო რუსთავს" უთხრა, ახალგაზრდას ეცვა შავი ფერის მაისური თეთრი ზოლებით, ლურჯი ფერის შორტი, ეხურა შავი ფერის ქუდი და თან ჰქონდა ამავე ფერის ზურგჩანთა.
ნებისმიერი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე - 555407303 (დედა)