მთავრობამ ახალი რეგულაცია დააწესა

2021-08-17 11:12:06

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში სავალდებულო ხდება.

ამის შესახებ უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"დაგვემატა ახალი რეგულაცია და ეს ეხება პირბადის ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება",- განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6208 შემთხვევა გამოვლინდა და 47 ადამიანი გარდაიცვალა.