ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მე-4 სართულიდან შუა ხნის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გადმოხტა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, გოგიტა ბაბუნაშვილმა განუცხადა, ინფიცირებული პაციენტი მათ კლინიკაში 2 დღის წინ შეიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდებოდა.
კლინიკის მე-4 სართულიდან გადმოხტომის მიზეზი, სავარაუდოდ, ოჯახური პრობლემებია.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.