გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 2-ს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, მათგან ერთ-ერთ მძიმე დამწვრობაა აქვს მიღებული.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.