ქვემო ქართლის გუბერნიის მინდებარე ტერიტორიაზე ფრანგი მოქანდაკის ნიკოლაი ფრეისიგის მიერ შექმნილი სკულპტურა „ქალაქის კარიბჭე“ განთავსდა. სკულპტურა რუსთავის საერთაშორისო სომპოზიუმის ფარგლებში შეიქმნა და აგვისტოს ბოლომდე ქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე ნამუშევარი განთავსდება. რუსთავის მერი დავით ჯიქია - "ეს არის ფრანგი მოქანდაკის ნამუშევარი, წელს სიმპოზიუმში მონაწილეობას 3 უცხოელი იღებდა. მივეცით საშუალება რომ ქალაქში რამდენიმე ადგილი ენახა. ჩვენი სურვილიც იყო რომ ერთერთი ნამუშევარი ამ ტერიტორიაზე განთავსებულიყო. დღეს დამონტაჟდა თუმცა მოსაპირკეთებელი სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. რაც შეეხება სხვა ქანდაკებებს, ერთერთი არქივის შენობის წინ განტავსდება ალბათ და ასევე სხვა ადმინისტრაციული შენობების წინ, ასევე ისეთ ადგილებში სადაც მოსახლეობისთვის უფრო აღქმადი იქნება, ასევე სავარაუდოდ გარკვეული ნაწილი ცენტრალურ პარკშიც განთავსდება. გვაქვს სურვილი რომ სიმპოზიუმი 20 წელი მაინც გაგრძელდეს".
მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი 11 ივლისს გაიხსნა, რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიხსნა, მანამდე კი კონკურსი გაიმართა და 20 ნამუშევრიდან 11 შეირჩა.