ტბაში მოზარდი დაიხრჩო.
არასრულწლოვანი ტბაში საცურაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფარავნის ტბაში ახალგაზრდა დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი 2 ივლისს, ღამე ტბაში საცურაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
მოზარდი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას მკვიდრია.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს.