დაავადებები, რომლითაც ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება საქართველოში

2021-06-30 14:05:23

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 43.8
პროცენტი, სიმსივნეები (16.0 პროცენტი) და სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები (7.9 პროცენტი).

2020 წელს სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა:

1. ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა - 753

2. სიმსივნეები - 8 089

3. სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობები
და იმუნური მექანიზმის ჩათრევით გამოწვეული ზოგიერთი
დარღვევა - 322

4. ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები - 1 011

5. ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები - 76

6. ნერვული სისტემის ავადმყოფობები - 562

7. სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 22 126

8. სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები 4 017

9. საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები - 1 465

10. კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობები - 20

11. ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები - 9

12. შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობები - 431

13. ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა - 19

14. პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა - 266

15. თანდაყოლილი ანომალიები (განვითარების მანკები), დეფორმაციები და ქრომოსომური დარღვევები - 85

16. კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით
გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში - 6 489

17. ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი - 2 210

18. სპეციალური დანიშნულების კოდები (U07.1 - ახალი
კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია) 2 587