რუსთავში გოგოებმა ბიჭის გამო იჩხუბეს [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე გვიან ღამით ორმა გოგომ მამაკაცის გამო ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს.
ადგილობრივების თქმით, მათ ხმაური და ჩხუბის ხმა შემოესმათ.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთერთმა გოგომ იმ მამაკაცის მანქანაც დააზიანა, რომლის გამოც მოხდა ჩხუბი.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ გოგონები გამოკითხვაზე გადაიყვანეს.