"ეპიდსიტუიაციაზეა დამოკიდებული", - ასე პასუხობს "ინფო რუსთავის" კითხვას, როდის დასრულდება ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი.
როგორც ხუციშვილი აღნიშნავს, ძირითადად, სააღმზრდელო პროცესი ბაღებში 28-29 ივნისს სრულდებოდა, თუმცა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია, წელს უფრო ადრეც დასრულდეს.
"ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია. ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. ზოგადად, ყოველთვის სრულდებოდა 28-29 ივნისს, ივნისის ბოლოს, მაგრამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უფრო ადრეც შეიძლება დასრულდეს. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ისეთი სიტუაციაა", - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.