რუსთავში, N36 ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.
პროცესის შეწყვეტის მიზეზი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლისთვის კორონავირუსის დადასტურება გახდა.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა, სააღმზრდელო პროცესი ბაგა-ბაღში 2 კვირის განმავლობაში იქნება შეჩერებული.
შეგახსენებთ, რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისს განახლდა.