ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2020-05-13 17:44:46

რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, პირამიდის მიმდებარედ ერთმანეთს "პაჯეროს" მარკის მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა. დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.