რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მათგან 7 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 169 პირი შემოწმდა.
გამოკვლეულებს შორის 7 პედაგოგი, 3 კი ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.
კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 62 პირი შემოწმდა.
პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.