რუსთავში ფართების დაკანონება გრძელდება [photo]

2021-01-21 12:42:40

რუსთავში მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება.

ფართების დაკანონებას ელოდება რუსთავის ყოფილი მე-13 ბაღის შენობაში მცხოვრები 11 ოჯახიც, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე შეხვდა.

"ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახელობასთან იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც მათ განსაკუთრებულად აღელვებთ და ეს არის ბინების დაკანონება. დღეს ვიმყოფებით ერთ-ერთი ყოფილი ბაღის შენობაში, სადაც 11 ოჯახი ცხოვრობს და არის მუნიციპალურ ბალანსზე. ეკონომიკის სამინისტროსთან გვაქვს აქტიური მოლაპარაკება იმაზე, რომ მათ ბალანსზე არსებული ქონების დაკანონება უკვე დაიწყოს, ასევე აქტიურად გვაქვს შეხვედრები რუსთავის მერიასთან, საკრებულოსთან, რომ მუნიციპალურ ბალანსზე არსებული ქონების დაკანონებაც დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით. მე იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანებს აღნიშნული ქონება უახლოეს მომავალში გადაეცემათ საკუთრებაში“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

საცხოვრებელი ფართი უკვე დაუკანონდა 102 ოჯახს, 85 ოჯახის განაცხადის დასაკმაყოფილებლად კი პროცესი დაწყებულია. მოკვლევის ეტაპზეა 850-მდე ბენეფიციარის საკითხი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები