ქუჩაში ქალი გარდაცვლილი ნახეს

2020-10-24 13:07:08

დიდუბეში, ქუჩაში შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს.

რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, ასევე, შემთხვევის ადგილას არ არის სისხლის კვალი.

ქალი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.