ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2020-10-23 13:58:49

ახალციხის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები ადგილზე 4 წუთში გამოცხადდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ადგილზე მისულ მაშველებს შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ფოტო არ ასახავს რეალობას.