თავდამსხმელი ტყეში მიიმალა.
არსებული ინფორმაციით დამნაშავე, პოლიციის ავტომობილით 3 მძევალთან ერთად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში, ტყეში მივიდა სადაც მძევლები გაათავისუფლა და თავად ფულთან ერთად მიიმალა.
შსს-ში აცხადებენ რომ სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.