ვის დაუფინანსებს მთავრობა ტრანსპორტირების ხარჯებს

2020-10-15 11:32:15

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2017-2020 წლებში, ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

არსებული ინფორმაციის თანახმად, განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს:

თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა
გორი სამების ქუჩა N1
რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა
ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27
ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც info@idp.gov.ge.