ინფიცირებულთა წყაროები და კონტაქტები

2020-10-14 11:13:20

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა იმატა თბილისში, აჭარაში კი მცირედი კლება შეინიშნება.

"სამწუხაროდ, მოიმატა თბილისში, 44%-ია, რაც შეესაბამება 297 ახალ დადასტურებულ შემთხვევას. აჭარაში მცირედ შემცირდა, 189 არის დღეს, გუშინ იყო 207. მესამე ადგილზე კვლავ რჩება იმერეთი 150 პაციენტით. დანარჩენ რეგიონებში არის ერთეული შემთხვევები. შიდა ქართლში - 12, ქვემო ქართლში - 11, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გურიაში - 6 პაციენტი, კახეთში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 1", - განაცხადა ენდელაძემ.