ინფიცირებულთა წყაროები და კონტაქტები

2020-10-13 11:32:23

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა კვლავ აჭარაში ფიქსირდებ, თბილისში კი მკვეთრი ზრდა არ არის.

"ჯერჯერობით, მაინც ყველაზე მეტი გახლავთ აჭარაში, ეს შეესაბამება 207 პაციენტს. თბილისში არ გვაქვს მკვეთრი ზრდა და ეს ძალიან კარგია, 168 პაციენტია დადასტურებული. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, იმერეთში -117 პაციენტი, შიდა ქართლში - 25, ქვემო ქართლში - 7 ახალი შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში- 24, გურიაში - 8 ახალი შემთხვევა, კახეთში - 5, მცხეთა-მთიანეთში - 5, სამცხე-ჯავახეთში-3", - განაცხადა ენდელაძემ.

როგორც ენდელაძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანში ბოლო პერიოდში შემთხვევების მკვეთრი მატება არ არის, მდგომარეობა მაინც საყურადღებოა.

„მონაცემები დაახლოებით ერთი და იგივე გახლავთ, მკვეთრი მატება არ არის, თუმცა მაინც მატება ჰქვია და საყურადღებოა. როგორც ვიცი, სისტემა პრობლემების წინაშე არ დგას და ყველა პაციენტის მართვა ხერხდება“,- განაცხადა ენდელაძემ.