საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 102-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ვებგვერდ StopCov-ზე განახლდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 9 პაციენტიდან 5 აჭარაში მკურნალობდა.
„ყველა იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე. 5 არის აჭარიდან, სხვა მონაცემები ჯერჯერობით არ ვიცი, სად გარდაიცვალნენ.
რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, ჩვენს ცენტრში გახლავთ 63 კოვიდინფიცირებული. 4 ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში. ბოქსირებულ განყოფილებაში გვყავს მძიმე პაციენტები, ჟანგბადდამოკიდებული, პნევმონიით. მიმდინარეობს მათი მართვა“,- განაცხადა ენდელაძემ.