საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას შეტყობინებები გაუგზავნა და გააფრთხილა, რა შემთხვევაში არ უნდა გაუშვან მშობლებმა შვილები სკოლაში.
"მშობლების საყურადღებოდ:
1. არ გაუშვათ ბავშვი სკოლაში თუ მას აქვს მომატებული ტემპერატურა (37 გრადუსი და მეტი), ხველა, სურდო ან სხვა რესპირატორული სიმპტემები.
2. ამ შემთხვევაში აცნობეთ სკოლას ბავშვის გამოუცხადებლობის მიზეზი.
3. გამოიძახეთ ოჯახის ექიმი ან დარეკეთ 112-ზე.
სკოლაში ბავშვმა:
1. უნდა დაიცვან მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია.
2. ხშირად დაიბანონ ხელები საპნით და დაიმუშაონ სპირტიანი ხსნარით.
თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია "კოვიდ 19-ის" წინააღმდეგ ბრძოლაში - მთავრობის ადაპტაციისა და მართვის გეგმის აღსრულებაში!", - ნათქვამია შეტყობინებაში.