ინფიცირებულთა წყაროები და კონტაქტები

2020-10-06 11:09:42

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 5 ოქტომბერს საქართველოში დადასტურებული 549 ახალი შემთხვევაა, სულ გუშინ გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი, აქედან 209 აჭარაში არის გამოჯანმრთელებული. მკურნალობას კოვიდ ცენტრებსა და სასტუმროებში 4358 ადამიანი გადის. აქედან არიან კრიტიკულად მძიმე პაციენტები, 9 არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი, სულ არის 57 კრიტიკულად მძიმე პაციენტი.

აჭარიდან გახლავთ 348 პაციენტი, თბილისიდან - 99 პაციენტი, იმერეთიდან - 59, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან - 19, მცეთა-მთიანეთში 10, დანარცენ რეგიონებში არის ერთეული შემთხვევები, გამოჩნდა რაჭა-ლეჩხუმში -1, გურიიდან - 1, ქვემო ქართლი - 1, სამცხე ჯავახეთშიც -1 პაციენტი არის კახეთიდან - 1,  შიდა ქართლში 4 პაციენტი - განაცხადა ენდელაძემ.

გარდაიცვალა 4 პაციენტი აქედან 3 არის აჭარიდან.