პირველკლასელ მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდა

2020-10-04 16:03:51

კორონავირუსი ზუგდიდის სკოლაში.

ინფიცირებულია პირველკლასელი მოსწავლე. არსებული ინფორმაციით, ორი კლასი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადადის, თუმცა სკოლა მუშაობას განაგრძობს.

ირკვევა, რომ ოჯახი სპეციალისტების რეკომენდაციით, თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ბავშვი მშობლებმა სკოლაში მაინც გაუშვეს.

არსებული ინფორმაციით, შემხებლობაში მყოფ პირებს PCR ტესტირებაც ჩაუტარდებათ.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის პირველკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია. ვისთანაც კი შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ მოსწავლეს, გადავლენ თვითიზოლაციაში და 2 დაწყებითი კლასი გადავა დისტანციურ სწავლებაზე," - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.