ტანსაცმელი და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა

2020-10-04 12:33:16

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.7%-ით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.9%-ით, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასები გაიზარდა:

სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.5%)
პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.5%)
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.8%-ით, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე.

ფასები გაზრდილია:

სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურაზე და მოწყობილობაზე (3.1%)
ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (1.7 %)
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა:

რძეზე, ყველსა და კვერცხზე (2.6%)
შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე (1.2%)
ხილზე და ყურძენზე (0.6 %)
ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (0.6 %)
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები მომატებულია 2.4 %-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაზრდილია:

ფეხსაცმლზე (3.3%)
ტანსაცმელზე (1.9%)
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.97 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ყავა, ჩაი და კაკაო (14.4%)
თევზეული (11.7%)
ზეთი და ცხიმი (11.1 %)
პური და პურპროდუქტები (8.7 %)
ხილი და ყურძენი (8.2%)
რძე, ყველი და კვერცხი (6.1%)
ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.7%)
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.1%)
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.1%)
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.5 %-ით, რაც 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

ფასები გაიზარდა:

ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (12.0%)
სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (9.4%)
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.9%-ანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა:

თამბაქოს ნაწარმზე (13.3 %)
ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1 %)
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.1 %ით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა 0.51 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასების ზრდა დაფიქსირდა:

პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (30.3%)
პირადი ჰიგიენა (13.0 %)