ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში გახლავთ 7093 კოვიდ ინფიცირებული რეგისტრირებული, დღეისათვის დაემატა 453. სულ გამოჯანმრთელდა 3714 პაციონტი რაც 52%-ზე მეტია. გუშინ გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი. ამჯერად მკურნალობას გადის 3379 კოვიდ ინფიცირებული, აქედან 38 არის კრიტიკული (36 არის მართვით სუნთქვაზე, 9 პაციენტი არის ოკუპირებული აფხაზეთიდან). აჭარაში გამოვლინდა 297 შემთხვევა, იმერეთი - 52, თბილისში - 78 შემთხვევა, გურიაში - 6, სამეგრელო ზემო-სვანეთში - 6, კახეთი - 3, ქვემო ქართლი - 2, შიდა ქართლი - 6, სამცხე ჯავახეშთი - 1, მცხეთა მთიანეთში - 2", – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა ქუთაისში. ამ დროის მონაცემებით გარდაცვლილთა რიცხვმა 43-ს მიაღწია.