ინფიცირებულთა წყაროები და კონტაქტები

2020-10-01 11:31:24

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში გახლავთ 6640 კოვიდ ინფიცირებული რეგისტრირებული, დღეისათვის დაემატა 448. სულ გამოჯანმრთელდა 3419 პაციონტი რაც 52%-ზე მეტია. გუშინ გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი. ამჯერად მკურნალობას გადის 3155 კოვიდ ინფიცირებული, აქედან 35 არის კრიტიკული (33 არის მართვით სუნთქვაზე, 9 პაციენტი არის ოკუპირებული აფხაზეთიდან. აჭარაში გამოვლინდა 241 შემთხვევა, იმერეთი - 98, თბილისში - 62 შემთხვევა, გურიაში - 7, სამეგრელო ზემო-სვანეთში - 15, კახეთი - 2, შიდა ქართლი - 7, სამცხე ჯავახეშთი - 9, იმპორტირებული შემთხვევა - 6", – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ამ დროის მონაცემებით გარდაცვლილთა რიცხვმა 40-ს მიაღწია.