ინფიცირებულთა წყაროები და კონტაქტები

2020-09-29 11:08:40

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში გახლავთ 5866 კოვიდ ინფიცირებული რეგისტრირებული, დღეისათვის დაემატა 314. გუშინ გამოჯანმრთელდა 270 პაციენტი. ამჯერად მკურნალობას გადის 3542 კოვიდ ინფიცირებული, აქედან 25 არის კრიტიკული (23 არის მართვით სუნთქვაზე, 7 პაციენტი არის ოკუპირებული აფხაზეთიდან. აჭარაში გამოვლინდა შემთხვევების 72%, რაც არის 225 შემთხვევა, თბილისში - 35 შემთხვევა, გურიაში - 1, სამეგრელო ზემო-სვანეთში - 18, შიდა ქართლი - 9, სამცხე ჯავახეშთი - 3, ქვემო ქართლში - 1", – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

1 ადამიანი გარდაიცვალა, სულ გარდაცვლილთა რიცხვმა 33-ს მიაღწია.