განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, თარიღი, თუ როდის დაუბრუნდებიან მე-7 და მე-12 კლასის მოსწავლეები საკლასო მერხებს, ახლო მომავალში გახდება ცნობილი. რაც შეეხება 1-დან მე-6 კლასის მოსწავლეებს, ჩხენკელის თქმით, ისინი საკლასო ოთახებში პირველი ოქტომბრიდან ბრუნდებიან.
მისივე განცხადებით, თუკი მშობლებს სურთ მათმა შვილებმა დისტანციურად ისწავლონ, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ.