ბათუმში სამმა კოვიდინფიცირებულმა ორსულმა იმშობიარა

2020-09-26 12:36:20

ბათუმში სამმა ორსულმა კოვიდინფიცირებულმა იმშობიარა.

ახალდაბადებულებისთვის გაკეთებული კორონავირუსული ინფექციის ტესტის შედეგად ბავშვებს ვირუსი არ დაუდასტურდათ.

სამი ახალშობილის ტესტის პასუხებს ველოდებოდით და ყველას უარყოფითი აქვს. საერთო ჯამში, ჩვენს კლინიკაში 15 კოვიდინფიცირებული ფეხმძიმეა მოთავსებული. აქედან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან პაციენტს ხველება და ცხელება აღენიშნება, იგი 22 კვირის ფეხმძიმეა. სხვა ორსულების მდგომარეობა სტაბილურია, უსიმპტომოდ მიმდინარეობს“, – განაცხადა ბათუმის სამშობიარო სახლში დირექტორმა ნუგზარ პაპავამ.