თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა. [ვიდეო/video]
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სატვირთოს მძღოლი დაშავდა.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და ასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.