რუსთავში, შარტავას გამზირზე ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის კედელი "გაიბზარა" და "ნაპრალიდან" ხე ამოვიდა.
აღნიშნული შინაარსის ქუჩის გრაფიკული ნახატი რუსთაველმა მხატვრებმა შექმნეს.
პროექტი საზოგადოება "რუსთაველების" იდეაა და ის ქალაქში ეკოლოგიურ პრობლემებს ეხმაურება.
"ჩაერთე" და დარგე ხე შენს უბანში - ეს არის მოწოდება, ხეების დარგვის პროცესი კი უკვე დაწყებულია.